წარმოგიდგენთ უახლეს ანგიოგრაფიულ C-arm კატლაბ სისტემას Alphenix, ინოვაციური 5 ღერძიანი პოზიციონირებით, პაციენტთან მარტივი და ყოველმხრივი წვდომისთვის. სისტემის ბრტყელი დეტექტორი შეიძლება შერჩეულ იქნეს კლინიკის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კარდიოლოგიური პორცედურებისთვის: 20 x 20 სმ, ზოგადი ვასკულარული 30 x 40 სმ ან უნივერსალური 30 x 30 სმ ზომის, შერეული, კარდიოვასკულარული პროცედურებისთვის.
გთხოვთ დააჭიროთ სურათს რომ იხილოთ მეტი.
Canon-ის უნიკალური ახალი Alphenix 4DCT ეს არის ოქროს შუალედი, ხიდი, ინტერვენციულ კატლაბსა და კომპიუტერულ ტომოგრაფს შორის. ერთ სისტემაში მოქცეული ორი სისტემა გამორიცხავს პაციენტის ზედმეტ ტრანსპორტირებას სხვადასხვა ოთახში და ზრდის მის უსაფრთხოებას და ამცირებს დასასხივებელ დოზას.
სისტემა ამცირებს დროს და უფრო ეფექტურს ხდის დაგეგმარებას და მკურნალობას რომელიც გაერთიანებულია ერთ ოთახში.
გთხოვთ დააჭიროთ სურათს რომ იხილოთ მეტი.
270˚ გრადუსიანი იზოცენტრული როტაცია Alphenix Sky + აქცევს ერთ-ერთ მოქნილ სისტემად რომელიც ფარავს მთლიან სხეულს. მისი dual c-arm დიზაინი
210˚ გრადუსიანი დაფარვით და ულტრასწრაფი როტაცია 80˚/წმ საშუალებას იძლევა მიღწეულ იქნას უმოკლესი სუნთქვის შეკავების დრო, რაც ამცირებს კვლევისთვის საჭირო კონტრასტული ნივთიერების დოზას და გვაძლევს საუკეთესო 3D გამოსახულებას მთელი სხეულისთვის ისე რომ პაციენტის ან მაგიდის მოძრაობა საჭირო არ არის.
გთხოვთ დააჭიროთ სურათს რომ იხილოთ მეტი.
Alphenix Dual plane არის სისტემა რომელიც განკუთვნილია კლინიკებისთვის რომელთაც პაციენტების დიდი რაოდენობა ჰყავთ. სისტემაში გაერთიანებულია კარდიალური და ვასკულარული პროცედურების განხორციელების საშუალება, დოზის მენეჯმენტი და საუკეთესო გამოსახულება.
გთხოვთ დააჭიროთ სურათს რომ იხილოთ მეტი.
კომბინირებული Alphenix Hybrid+ ჭერზე საინსტალაციო პაკეტი და Maquet Magnus-ის მაგიდა სისტემას საშუალებას აძლევს დააკმაყოფილოს ჰიბრიდული პროცედურებისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი. ეს ვარიანტი საშუალებას იძლევა გაიზარდოს პაციენტთან მიდგომის ხერხები ნებისმიერი სიტუაციისთვის. იგი შესაძლებელია ორი სხვადასხვა ზომის ბრტყელი პანელის მქონე დეტექტორით: 30 x 40 სმ და 30 x 30 სმ.
გთხოვთ დააჭიროთ სურათს რომ იხილოთ მეტი.
Designed with Mobirise
Web Page Builder