ჩვენი ადგილობრივი, გამოცდილი, პროფესიონალური საინჟინრო ჯგუფი რომელსაც გავლილი აქვს ოფიციალური საინჟინრო ტრენინგ პროგრამები, გთავაზობთ სწრაფ და ხარისხიან საგარანტიო და გარანტიის შემდგომ სერვისს სხვადასხვა სამედიცინო რადიოლოგიურ აპარატურაზე.
ჩვენი სერვისი ითვალისწინებს გეგმიურ და არაგეგმიურ საპროფილაქტიკო სამუშაოებს. სერვისი მხარდაჭერილია ადგილობრივად დარგობრივად დაყოფილი საინჟინრო მიმართულებებით და ეყრდნობა დიდ გამოცდილებას ამ სფეროში.
ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ მაღალ კვალიფიციური საინჟინრო მომსახურება სხვადასხვა სამედიცინო რადიოლოგიური აპარატურის ინსტალაციაში, დეინსტალაციაში და მათ გადატანაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
ჩვენი მომსახურება ითვალისწინებს კლინიკის სამედიცინო და ტექნიკური პერსონალის კლინიკურ-აპლიკაციურ ტრენინგს შესაბამის სამედიცინო რადიოლოგიურ აპარატურაზე, რაზეც ჩვენი გამოცდილი ადგილობრივი და საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტები ზრუნავენ.
Designed with Mobirise
Free Website Design Software